пятница, 19 марта 2010 г.
სასწავლო პროექტი
1. პროექტის სახელი: ჩემი სოფელი.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მასალები თავიანთი სოფლის დაარსებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილეობს სამი ჯგუფი.პირველ ჯგუფს ევალებათ მოიძიონ ლეგენდები და თქმულებები სოფლის დაარსების შესახებ.ჩვენს სოფელში ორი ტაძრის ნანგრევი და ორი ეკლესიაა.მოსწავლეებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ტაძრის ნანგრევებისა და დღეს მოქმედი ორი ეკლესიის შესახებ.უნდა მოამზადონ ფოტო ან ვიდეო მასალა სოფლის ღირშესანიშნაობებისა და ლამაზი ხედებისა.გაეცნონ მასალებს ვებ გვერდზე: www.shemoqmedi.ge
მეორეჯგუფი ატარებს გამოკითხვას როგორია მათი სოელი დღეს და როგორი უნდათ რომ იყოს.მოცემული თემის გარშემო აკეთებენ საკუთარი ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით "ჩემი სოფელი".
მესამე ჯგუფს ევალებათ მოიძიონ ინფორმაცია ჩვენი სოფლის საკურორტო ზონის "გომის მთის" შესახებ.რატომ არის ეს კურორტი განსაკუთრებული,ზღვის დონიდან რამდენ მეტრში მდებარეობს და როდის დაარსდა იგი.აგრეთვე უნდა მოამზადონ ფოტო მასალა კურორტის ამსახველი ფოტოებით.
4. მოსწავლეთა ასაკი: 13,14,15 წელი.
5. ხანგძლივობა: ერთი თვე
6. პროექტის შესაღლო აქტივობები: მოსწავლეები გამოკითხვას, მოაწყობენ გამოფენას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს,გამოიმუშავებენ ჯგუფურად მუშაობის უნარ–ჩვევას.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეისწავლიან იმ სოფლის კულტურას სადაც ცხოვრობენ,შექმნიან ფოტო ალბომს, მოაწყობენ გამოფენას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, შექმნიან ბლოგსს სადაც განათავსებენ მოძიებულ მასალას.
8. სარგებელი სხვებისთვის: დაესწრებიან გამოფენას, ვებგვერდის საშუალებით მიიღებენ ინფორმაციას სოფელ გომის დაარსების, მისი ღირშესანიშნაობების და სოფლის ახლომდებარე კურორტის "გომის მთის" შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართულ–ინგლისური.
10. საგნებთან კავშირი: ისტორია, ინგლისური.
11. პროექტის ფასილიტატორი: ანა ნოზაძე.
12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა:anozadze84@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)